მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო შვეიცარიის ეუთოს თავმჯდომარეობასა და ორგანიზაციის როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789393397

საზოგადოება

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო...

შიო მესამე

1789392890

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს. ინსპექტირები...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1789392036

საზოგადოება

პარლამენტში ინიციირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის...

შალვა პაპუაშვილი

1789391206

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6095 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი

1789389822

საზოგადოება

მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა...

რატი იონათამიშვილი