ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა
„2007 წელს ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთიდან განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი იმეორებს იგივე თავდასხმას, რაც მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ „იმედში“ 2007 წელს დაატრიალა.
„105 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ეს დღე ქართველებს გვახსენებს თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, სამშობლოსთვის, ღირსებისთვის ბრძოლა, ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს ვზივარ ტელევიზიაში, რომელიც მაშინ მეხუთე კოლონამ ფიზიკურად დაარბია, გვახსოვს რამდენიმეწლიანი ოკუპაცია, ძალადობრივი ოკუპაცია და დღეს უკვე ვხედავთ, მეხუთე კოლონას სრულად ძალაგამოცლილს, სათავეში ჩაუდგნენ თავიანთი პატრონები და კლასიკური, ყველაზე ბოროტი საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი ძალა. ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას. იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს. პატივია თითოეული ქართველისთვის ამ ტელეკომპანიაში მოსვლა, დღეს კიდევ განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ვარ, რადგან დღესაც დგას ეს ტელევიზია, მისი ღირსეული გუნდი მშვიდობის, სამშობლოს, ერთიანობის სადარაჯოზე, როგორც ეს იყო და როგორი ისტორიაც აქვს ამ სახელს, რასაც „იმედი“ ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1772047182
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, რადგან არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ამ შემთხვევაში არსებულ საშიშროებაზე ისაუბრა. საგარეო მინისტრის თქმით, საქართველო ვე...
1772044955
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღ...
1772042871
ახალი ამბებითეა წულუკიანი: რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული „ერორით“ ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია „მაესტროს“ მაყურებლის მიერ
დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის რეიტინგის კიდევ უფრო მეტ...
1772040080
ახალი ამბებინათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
ნათია თურნავა ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას ეხმაურება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდე...
1772038459
ახალი ამბებივასილ მაღლაფერიძე: როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტივის“ და ტელეკომპანია „იმედს“
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „პოსტივის“ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს. „როგორც საქა...































