მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, რადგან არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ამ შემთხვევაში არსებულ საშიშროებაზე ისაუბრა.

საგარეო მინისტრის თქმით, საქართველო ვერ და არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ძალიან დიდი ეფექტი ექნება საქართველოსთვის.

ბოჭორიშვილის განმარტებით, გარდა ეკონომიკური დარტყმისა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების ნაწილშიც დააყენებს.

„როდესაც ჩვენ სანქციებზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებზე, ჩვენი პოზიცია არის ძალიან კარგად გასაგები და ასახსნელი, თუ ვინმეს უნდა, რომ გაიგოს ეს პოზიცია. ჩვენ ვერ ვაწესებთ და არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას ფაქტობრივად არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ექნება ძალიან დიდი ეფექტი საქართველოსთვის. მეორე, არ ვიცით რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, არ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია. ჩვენი ქვეყანა არ არის არც ერთი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა. ამ პირობებში, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც ოდნავ მაინც კითხვის ნიშანს გააჩენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის უპასუხისმგებლობა. ჩვენს ქვეყანას დღეს ვერ ეყოლება და არ ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ვერც ერთ ისეთ ნაბიჯს, რაც ოდნავ მაინც შეარყევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779088484

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...

მამუკა მდინარაძე

1779088108

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1779086730

ახალი ამბები

საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...

 სულხან თამაზაშვილი

1779086001

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...

მეთადონი

1779085233

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა