პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ელგუჯა ჩოხელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ელგუჯა ჩოხელის მიერ რაიმე სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

2003 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიული მუშაკების მიერ გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით დაკავებული იქნა ამავე სოფელში მცხოვრები ელგუჯა ჩოხელი.

2004 წლის 20 მაისს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ ელგუჯა ჩოხელი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 13 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის განაჩენში. ელგუჯა ჩოხელი გამართლდა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

2004 წლის 3 სექტემბერს, გორში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოპერატიულმა მუშაკებმა ელგუჯა ჩოხელი კვლავ დააკავეს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2005 წლის 15 სექტემბერს ელგუჯა ჩოხელი გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელი.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ ელგუჯა ჩოხელის მიმართ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან არსებობდა მისი დაკავების არალეგიტიმური ინტერესი, რის გამოც 2003 წლის 23 დეკემბერს იგი დაკავებული და გადაყვანილი იქნა შიდა ქართლის სამხარეო შს სამმართველოში. ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის უშუალო დავალებით და მითითებით, ელგუჯა ჩოხელის დაკავების შემდეგ გაჩხრეკილი იქნა სოფელ ტყვიავში, მისი მეგობარი ქალბატონის საცხოვრებელი ბინა, სადაც ნანახი იქნა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რაც ბრალდების მიერ შერაცხული იქნა ელგუჯა ჩოხელის კუთვნილებად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ელგუჯა ჩოხელის მიმართ დანიშნული სასჯელის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებამ 7 თვით თავისუფლების აღკვეთამდე და მისი გათავისუფლება სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან, გაანაწყენა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ვინც დაინტერესებული იყო ელგუჯა ჩოხელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით, რის გამოც ჩაერია რა სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში, კატეგორიულად მოითხოვა საქმის განმხილველი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, რასაც მიაღწია კიდეც, ხოლო ელგუჯა ჩოხელი მისი დავალების შესაბამისად კვლავ დაკავებული იქნა - ამჯერად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ბრალდებით და სასამართლოს მიერ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ელგუჯა ჩოხელის მიმართ გამოტანილი ორივე განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772015409

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგი ჩინოვნიკი, დიპლომატი და მთავრობა მოუწოდებდა საქართველოს ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამმხრივ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ქართველმა დეპუტატმა დასავლეთთან...

ნიკოლოზ სამხარაძე

1772013819

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმა...

საქართველოს პარლამენტი

1772012443

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე: ბრიტანეთის მხრიდან „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა - არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა,- წ...

ირაკლი ხელაძე

1772012333

ახალი ამბები

გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გ...

გენერალური

1772011831

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: მსხვილი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან

მსხვილი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს განსაკუთრებით მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის. ამის ფონზე...

ნიკოლოზ სამხარაძე