„თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზას 22 სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცმანქანა - MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა შეისყიდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, ავტობაზის განახლების პროცესი კი მომავალშიც გაგრძელდება.

„ორივე ტენდერის ფარგლებში, შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება, დაახლოებით, ცხრა მილიონი ლარია.დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. სპეცტექნიკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება, რათა ტექნიკის თვალსაზრისით, შესაბამის სამსახურს არ ჰქონდეს შეფერხებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772009968

ახალი ამბები

მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. როგორც მან...

მტკვრის სანაპირო

1772009714

ახალი ამბები

ქარბუქი, წყალმოვარდნები და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა,...

ქარბუქი

1772008400

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად კ...

მიხეილ ყაველაშვილი

1772007806

ახალი ამბები

სუს-მა თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოავლინა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური /

1772007303

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახვეს, რომ არანაირი ღირებულებები არ არსებობს

ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული მედიის მფლობელი უზის თავისთან. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლო...

შალვა პაპუაშვილი