ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

„მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

„თუ 2012 წელს მთელი სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, რაც აისახებოდა, ბუნებრივია, პროგრამების მოცულობაზე უარყოფითად, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის დევნილების განსახლება, დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან რთული გზა გაიარეთ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდით ღირსეულ საცხოვრებელს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789799220

ახალი ამბები

„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში“ - თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ის მისალოც წერილში აღნიშნავს, მათ პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსა...

თამაზ ბორაშვილი

1789798644

ახალი ამბები

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომებ...

 (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა

1789764667

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს ფარავს სახელმწიფო

 გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს,...

ჯანდაცვის სამინისტრ

1789764070

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი – ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიაა

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ტრიადის გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია. მისი თქმით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიაა, ხოლო...

პუტინი პუტინი

1789761079

მსოფლიო

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს

 სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ეს გადაწყვეტი...

ტრამპი ტრამპი