ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.

„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის, დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. მთლიანობაში, ამ პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია.

თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. ეს პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს; 4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1 600 ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.

„დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე რეგიონებში. რუსთავში 800 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1 700-ზე მეტი ბინა 7 ახალ კორპუსში, ხოლო ბორჯომში ახალ საცხოვრებელს კიდევ 150 ოჯახი მიიღებს.

გასულ წელს ქუთაისში უკვე დავასრულეთ 720 ბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომელიც ხორციელდება და რომელთა საბოლოო მიზანია ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით.

ამასთანავე, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 000-მდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 000-ს - მიმდინარე წელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789802088

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვი...

ცოტნე ანანიძე

1789800221

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფო...

ცირკულარით ძებნილი პირი

1789799801

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...

ცხელ კვალზე დააკავა

1789799220

ახალი ამბები

„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში“ - თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ის მისალოც წერილში აღნიშნავს, მათ პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსა...

თამაზ ბორაშვილი

1789798644

ახალი ამბები

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომებ...

 (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა