ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილზე: ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა - საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ელისაშვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ხოლო ოპოზიციის მხრიდან მისი უდანაშაულოდ შერაცხვა მიუთითებს იმაზე, რომ აგენტურის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული.
პრემიერის შეფასებით, საჭიროა სათანადო სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც დაწყებულია.
„მე ვიცი ის, რაც ყველამ იცით, ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და აქ საუბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა, აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას: როდესაც ეს ადამიანები - აგენტურა, ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება, სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
1783675255
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგებზე: ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ყველა პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან
ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ყველა პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან, - გან...
1783674725
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა
ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას. ჟურნალისტმა ჰკითხა ეუთოს საპარლამენტო ასამ...
1783674135
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილ...
1783672935
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინი...
1783671896
ახალი ამბებიგივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ქუნ ჩენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრი...


























