ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალგაზრდებთან აქტიური და უშუალო კომუნიკაციისთვის, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად

ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და გამგეობის წევრებს შევხვდი, - წერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს გამართულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს.

განვიხილეთ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, ასევე ვისაუბრეთ რეგიონებში ბოლო 3 თვის განმავლობაში გამართულ კონფერენციებზე, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ახალგაზრდების მოსაზრებების მოსასმენად.

ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა და სტაჟირების პროგრამების გაფართოება დაასახელეს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ ახალ პროექტს განვახორციელებთ.

ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალგაზრდებთან აქტიური და უშუალო კომუნიკაციისთვის, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად.

ახალგაზრდები არიან ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, რომელთაც ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ", - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783674725

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა

ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას. ჟურნალისტმა ჰკითხა ეუთოს საპარლამენტო ასამ...

ირაკლი კობახიძე

1783674135

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილ...

ირაკლი კობახიძე

1783672935

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინი...

ცენტრალური საარჩევნო კომისი

1783671896

ახალი ამბები

გივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ქუნ ჩენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრი...

გივი მიქანაძე

1783670491

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია

თურქეთში მიმდინარე NATO-ს და „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების მსგავსებასა და განსხვავებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის განმარტავს, ე...

დავით ქართველიშვილი