ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ.
იცით, რომ ქვეყნის გარედან თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შსს-ში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.
1783672935
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინი...
1783671896
ახალი ამბებიგივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ქუნ ჩენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრი...
1783670491
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია
თურქეთში მიმდინარე NATO-ს და „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების მსგავსებასა და განსხვავებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის განმარტავს, ე...
1783670489
ახალი ამბებიბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მა...
1783669070
საზოგადოებალევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი, ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება. „პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება, ასევე, მოჰყვეს პ...



























