ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორებიცაა არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმების, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და იმ საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირებასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინფორმირება, მათი არჩევნებითა და საარჩევნო პროცესებით დაინტერესება და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ახალგაზრდებს მიაწოდოს ობიექტური, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე, შეუწყოს ხელი მათ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალში პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთებას.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რომლებიც მომდევნო საერთო არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ინფორმირებული ამომრჩეველი ძლიერი დემოკრატიისა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ უპასუხოს მათ ინტერესებსა და შეკითხვებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. უშუალოდ არჩევნების დღის ადმინისტრირებაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსმა მაია გუდაძემ მიაწოდეს.
თავის მხრივ პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ. მისი თქმით შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესი და ის ფაქტი, რომ განხილვები დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა ადასტურებს ახალგაზრდების ინტერესს საარჩევნო საკითხების მიმართ.
შეხვედრა დაბა ბაკურიანში 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო.
1783670491
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია
თურქეთში მიმდინარე NATO-ს და „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების მსგავსებასა და განსხვავებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის განმარტავს, ე...
1783670489
ახალი ამბებიბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მა...
1783669070
საზოგადოებალევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი, ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება. „პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება, ასევე, მოჰყვეს პ...
1783667157
ახალი ამბებიკერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობი...
1783665795
ახალი ამბებისამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისბრალდებით...



























