ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - „არასდროს ვტყუი“
ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „არასდროს ტყუის“.
ბათუმში მყოფ კობახიძეს, ჟურნალისტებმა მას ადრე გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება შეახსენეს: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰკითხეს, ამ მხარდამჭერი განცხადების გაკეთების დროს ტყუოდა თუ ახლა ტყუის, როდესაც გახარიას წინააღმდეგ ახალი დეტალების გამჟღავნებას აანონსებს.
„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი, მან თვითონ განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და მგონი, კარგიც გააკეთა, რადგან ხვდება, რომ მისი ადგილი არ არის საჯარო სივრცეში. ამიტომ ემალება საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებს.
ხვდება, რომ პირველ რიგში ფინანსური ვალები აქვს გასასტუმრებელი. მას არ აქვს გამოსაჩენი პირი – ღიად შეიკრა „ნაცმოძრაობასთან“, არჩევნებში ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა, რომ ვერ აგვეღო ჩვენ 43%; არის წარუმატებელი, დამარცხებული; არის ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, არ აქვს არავისთან გამოსაჩენი პირი. ყველაზე ნაკლებად რაზეც შეიძლება ვდარდობდეთ ახლა, ეს შურისძიებაა, ამ გაკოტრებული ადამიანის მიმართ“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 16 თებერვალს პარტია „ქართული ოცნების“ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც იტყვიან, რა მოხდა 1 წლის წინ.
მისივე თქმით, „ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს“. როგორც იგი ამბობს, საზოგადოებისთვის დეტალები მალე გახდება ცნობილი.
ასევე საინტერესოა:
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...
1791745559
მსოფლიოთურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...
1791741431
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...
1791739720
ახალი ამბებიავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...




























