ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზედაც პასუხი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია.
„არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზედაც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასაც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1786436901
ახალი ამბებივაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს...
1786434311
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
„ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდ...
1786433311
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. „ღრმ...
1786431897
ახალი ამბებისამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის...
1786431275
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მ...































