ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას, რაც სამარცხვინოა

გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავს ტყუილს ახსნა ვერ ექნება და ეს აჩვენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახეს.

„იყო რაღაც უარყოფითი კომენტარები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბარამიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე, გადახედეთ მათ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას - სრული იგნორი. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ესენიც მიჰყვებიან გარე დაკვეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786436901

ახალი ამბები

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს...

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი

1786434311

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

„ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდ...

დავით ქართველიშვილი

1786433311

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. „ღრმ...

ირაკლი კობახიძე

1786431897

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის...

329 შეკვრა „მეთადონი

1786431275

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მ...

მიგრაციის დეპარტამენტი