მიხეილ ყაველაშვილი – ვიდრე ოპოზიციაში იარსებებს ძალა, რომელიც ზიზღის და სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის იქნება განწირული

„გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება

„დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე , ამ 8-9 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ ამ გამარჯვებსითვის. ვიდრე ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებული და ეს ძალა, რომელიც ზიზღს, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, ჩვენ ვართ განწირული გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი. თუმცა, ვიდრე ეს ძალები იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე „ქართული ოცნება“ და მმართველი ძალა განწირული იქნება გამარჯვებისთვის. ეს არის გარდაუვალი რეალობა, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდნტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საერთაშორისო ინსტიტუტებში დამტკიცდა რუსეთის სამხედრო დანაშაული საქართველოს მიმართ.

„ვინ დაიწყო ომი, რატომ სვამენ ამ კითხვას. სამი დღის წინ ახსნა-განმარტება გავაკეთეთ მეც, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, დეტალებით, ფაქტებით აღვნიშნეთ, რომ ყველა ინსტანციაში, საერთაშორისო ინსტიტუტებში, ჰააგაში, სტრასბურგში ჩვენ გვქონდა დავა რუსეთთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით.

ჩვენ ვამხილეთ, რომ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის განმახორცილებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე, ეს არის აღიარებული ფაქტი, მოცემულობა, რეალობა,. საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია და მათ ჩაიდინეს დანაშაული“, – განაცხადა ყაველაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786436901

ახალი ამბები

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს...

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი

1786434311

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

„ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდ...

დავით ქართველიშვილი

1786433311

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. „ღრმ...

ირაკლი კობახიძე

1786431897

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის...

329 შეკვრა „მეთადონი

1786431275

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მ...

მიგრაციის დეპარტამენტი