ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი
„ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი, რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პოლიტიკური დიალოგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს არის შესაძლებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა დიალოგისთვის.
„როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაშინვე სრულ ღიაობას ვაჩვენებთ, თუმცა ჯერჯერობით მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული. ვხედავთ, რომ არის გარკვეული საბჭოური მიდგომა, როდესაც ეშინიათ დიალოგის, დისკუსიის. დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში.
რა თქმა უნდა, ევროკავშირი ბევრად უფრო დიდია ჩვენზე, ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენკენ. ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, ვისთანაც შეიძლება საუბარი, ვინც აფიქსირებს და გამოხატავს ღიაობას დიალოგისთვის, საუბრისთვის, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებით ვახერხებდით ქვეყნისთვის წარმატებების მოტანას დღემდე, მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა და ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ყველასთან, ვინც ამას მოისურვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1777379978
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით, ამას სჭირდება შენარჩუნება
„ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, აქ, თავადაც...
1777379881
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ში...
1777379418
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგები...
1777379223
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1777379072
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე
„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...





























