ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე

„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჰერჩინკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია.

„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე. ასევე ემუქრებოდა ბატონი ჰერჩინსკი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რეალურად ამას ნიშნავდა მაშინდელი მოწოდება ბატონი ჰერჩინსკის. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაში დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს.

სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება. მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში.

ეს არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეული ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა რეალურად. ეს არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება და სწორედ ამის გამო. დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები მისგან, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1777379978

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით, ამას სჭირდება შენარჩუნება

„ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, აქ, თავადაც...

ირაკლი კობახიძე

1777379881

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ში...

პროკურატურა

1777379418

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე

ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგები...

ირაკლი კობახიძე

1777379317

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი

„ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი, რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პოლიტიკური დ...

 ირაკლი კობახიძე

1777379223

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ

„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე