ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, შვიდ-შვიდი ხმა კი - მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), შვიდ-შვიდი ხმა კი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის განჩინებას მოგვიანებით სინოდის მდივანი წაიკითხავს.

„შედეგებს რაც შეეხება, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, სამი კანდიდატია – მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი გვაჩვენებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი, 7-7 ხმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავარი, პრინციპული საკითხი, რაც ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კრების თარიღი ჯერ არ არის გარკვეული“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777382955

ახალი ამბები

პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა...

გეკა გელაძე

1777382264

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1777380619

საზოგადოება

პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია

სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კანდიდატები არიან: მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება, სწორედ...

საპატრიარქო კანდიდატები

1777380239

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მერამდენე გაერთიანებას ვუყურებთ, „ოპოზიციის ალიანსი“ უპერსპექტივოა, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ

„ალიანსი“ უპერსპექტივოა. რიგით მერამდენე გაერთიანებას ვუყურებთ? გვარამიამ და სააკაშვილმა აღიარეს, რომ გარე მითითებით გაერთიანდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგი...

ლევან მაჭავარიანი

1777379978

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით, ამას სჭირდება შენარჩუნება

„ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსაც, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, აქ, თავადაც...

ირაკლი კობახიძე