ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა

„ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო და პრინციპული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის მთავრობისთვის არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავდეს ჯაშუშები და აგენტურა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა. ამისთვის გადადგმულია პირველი ნაბიჯები და ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა, ძალიან ღირსეული მაგრამ პატარა ქვეყანა, შესაბამისია ჩვენი რესურსებიც, ჩვენი ტერიტორიის თუ მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე და ასეთ დროს გამოწვევებიც ბევრია და ასეთ დროს ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას რომ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავდეს ჯაშუშები და აგენტურა.

შესაბამისად, ამ კუთხით არის გადამჭრელი ნაბიჯები გადასადგმელი და რა თქმა უნდა ამას უნდა დაეთმოს ჩვენი საქმიანობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. და ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რაც მთავარია პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულს და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში,“ - აღნიშნა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782485633

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა

დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა. საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1782485575

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: ბიუჯეტი როდესაც იზრდება 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი და როდესაც ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, - ამის შესახებ საქართველოს პრ...

ირაკლი კობახიძე

1782485425

ახალი ამბები

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესი...

სასარგებლო წიაღისეული

1782484063

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახ...

გურამ მაჭარაშვილი

1782483218

ახალი ამბები

პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ

„რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

 ირაკლი კობახიძე