პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ
„რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა.
„უმუშევრობის სტატისტიკას რაც ეხება. პირველ რიგში, თუ ადარებთ პირველ კვარტალს წინა წელთან ეს სტატისტიკურად არასწორია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება.
ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ. ეს პროგრამა გაუქმდა, რასაც ალტერნატივა არ ჰქონდა და ამან ფორმალურად გამოიწვია დასაქმების შემცირება 28 000 ადამიანით. რომ არ ყოფილიყო ეს, ამ შემთხვევაში, ამ ნაწილშიც, კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა.შემდეგი შეკითხვა ეხებოდა „აწარმოე საქართველოში“ და მსგავს პროგრამებს.
აქ ითქვა, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 200 000 ლარი. არ ვიცი ეს კალკულაცია რას ეფუძნება. მე შემიძლია გითხრათ, როგორია რეალური მონაცემები. ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ამ პროგრამებს უჯდება 15 000 ლარი. 15 000 ლარი ერთი სამუშაო ადგილი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 25 000, 30 000, 35 000 დოლარი. ჩვენს შემთხვევაში, ამ პროგრამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 15 000 ლარი ერთ სამუშაო ადგილზე, რაც არის ნამდვილად საუკეთესო მაჩვენებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
1782485425
ახალი ამბებისასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესი...
1782484063
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახ...
1782481803
ახალი ამბებიპრემიერი: 10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, ამ მონაცემებით
„10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრან...
1782481585
საზოგადოებაპრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს...
1782480384
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი
2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღ...




























