პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„რომ შევხედოთ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით.
„მთლიანად ჩაიჭრა რუსეთთან კავშირი. ახლო აღმოსავლეთში არის პრობლემური ვითარება და რჩება ერთადერთი ბუნებრივი ხიდი ევროკავშირსა და აღმოსავლეთს შორის, ეს არის სამხრეთ კავკასიის ხიდი, რომელიც საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროკავშირიდან აცხადებდა, რომ თურმე საქართველოს გარეშე შეიძლება, აღარ შევალ აქ დეტალებში, არასერიოზულია, მინიმუმ რუკა უნდა გქონდეს ნანახი და გეოგრაფიაში უნდა ერკვეოდე იმისათვის, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთო.
ჩვენ ამიტომ გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის საზოგადოების მოსახლეობის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. აქ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იქნებოდა ევროპული ბიუროკრატია კონცენტრირებული საქართველოსთან ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორ გაგრძელდება პროცესები, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1782485575
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: ბიუჯეტი როდესაც იზრდება 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი და როდესაც ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება
რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1782485425
ახალი ამბებისასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესი...
1782484063
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახ...
1782483218
ახალი ამბებიპრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ
„რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1782481803
ახალი ამბებიპრემიერი: 10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, ამ მონაცემებით
„10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრან...





























