გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.
მაჭარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნა ინიციირებული და მიღებული, ევროპის ქვეყნებმაც დაიწყეს ანალოგიური კანონების მიღება უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მისივე თქმით, ამ ფონზე კვლავ აქტუალურია კითხვა, რატომ არ სჭირდება მსგავსი კანონი საქართველოს.
„მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალამ“ 2023 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონი დააინიცირა, საბოლოოდ კი ამერიკული „ფარას“ კანონის ერთი ერთში თარგმანი მივიღეთ, ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს ამ კანონის მიღება. თურმე საჭიროა, რომ ევროპის ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, საქართველომ კი არა. ბუნებრივია, ამერიკასაც სჭირდება საკუთარი ქვეყნის დაცვა (გამჭვირვალობის კანონის დახმარებით) უცხო ძალებისგან, მაგრამ რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს? - ეს კითხვა არსებობს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1782485425
ახალი ამბებისასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება 10 სამუშაო დღეში შესაძლებელი გახდა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესი...
1782483218
ახალი ამბებიპრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ
„რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1782481803
ახალი ამბებიპრემიერი: 10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, ამ მონაცემებით
„10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრან...
1782481585
საზოგადოებაპრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს...
1782480384
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი
2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღ...



























