„ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა“ - აჭარის პოლიციამ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ლ.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ათეულობით მოქალაქის კუთვნილ თანხა თაღლითურად მიითვისა. ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა.
„სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1772262845
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგ...
1772261859
მსოფლიოისრაელ კაცი: ისრაელმა ირანზე პრევენციული თავდასხმა დაიწყო
ისრაელმა ირანზე პრევენციული თავდასხმა დაიწყო, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა. კაცის თქმით, მან „მთელ ქვეყანაში დაუყოვნებლივ საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. „ისრაელის სახელმწიფო...
1772260179
ახალი ამბებირა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე?
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური...
1772258730
ახალი ამბებიმერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია, ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. გა...
1772224738
ახალი ამბებიტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ - მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ, ეს ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული დაკავების“ შესაძლებლობა დაუშვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბის ხელისუფლება რთული სიტუაციის გამო აშშ-ს ესაუბრება. ტრამპის ცნობით, კუბასთან მო...































