პრემიერი: ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დებატებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იგი აღნიშნავს, რომ ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ დერბატების ჩაშლის კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად.

განცხადების გამოქვეყნებისას, გავიხსენეთ რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც უცხოურმა აგენტურამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების სივრცე სრულიად შეგნებულად დაკეტა, რათა საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის შეეწყო ხელი. ამისათვის მათ მთავარ ინსტრუმენტად ნიკა გვარამია გამოიყენეს, რომელმაც პირდაპირ ეთერში უბინძურესი ფორმით ადამიანების გინებითა და შეურაცხყოფით, ჯანსაღი დისკუსია შეუძლებელი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული:

- პირველი - გაჩნდა შესაძლებლობა, საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში, აზრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას;

- მეორე - გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული;

- მესამე - მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით.

ბუნებრივია, ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც, საბოლოოდ, საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს.

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ.

გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.

თუმცა, 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით", - წერს ირაკლი კობახიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772258730

ახალი ამბები

მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია, ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. გა...

თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

1772224738

ახალი ამბები

ტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ - მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ, ეს ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული დაკავების“ შესაძლებლობა დაუშვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბის ხელისუფლება რთული სიტუაციის გამო აშშ-ს ესაუბრება. ტრამპის ცნობით, კუბასთან მო...

ტრამპიტრამპი

1772224490

ახალი ამბები

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მოკავშირეებისგან ბირთვულ იარაღს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან , თუმცა ასეთი შეთავაზებები არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ მან Sky News- თა...

ზელენსკი

1772221269

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.  ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე...

კალათბურთელთა ნაკრებ

1772220403

ახალი ამბები

ბილ კლინტონი ეპშტეინთან კავშირებზე: მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის...

ბილ კლინტონი -აშშს ყოფილი პრეზიდენტი