ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის ტაძარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიასა და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას და თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე და მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს გიორგობის დღესასწაულს, წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პრემიერმა.
1795419985
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს....
1795418437
საზოგადოებანანუკა ჟორჟოლიანი სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე: ბოროტება სხვა რა არის, დედობის შანსი გაცვალეს ფულში
უშვილობამ პოლიტიკური არჩევანი არ იცის, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ჟორჟოლიანი სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება. „ბოროტება სხვა რა არის. დედობის შანსი გაცვალეს ფულში. უშვილობამ...
1795415367
მსოფლიოგაფიცვის გამო ბელგიაში ავიარეისები გაუქმდა
საყოველთაო გაფიცვის გამო დღეს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება. გაფიცვა პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯე...
1795413079
საზოგადოებაგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს
დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1...
1795411944
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემია
რადიკალები დღეს აბსურდის თეატრში არიან. მათ რომ კაცმა დაუჯეროს, იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტ...


























