ირაკლი კობახიძე: ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.
ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა“ და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს“ და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული - მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.
2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს. ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
1773481000
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ავტორი არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირი
სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან არაერთი არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „ხალხის...
1773479196
ახალი ამბებიზელენსკი პარიზში ირანის შაჰის შვილს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ირანის ბოლო შაჰის შვილს და ოპოზიციის წარმომადგენელს, რეზა ფეხლევის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ X-ში დაწერა, რომ უკრაინას სურს, რომ „იხილოს თავისუფ...
1773477933
ახალი ამბებიმაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ
ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას. მისი თქმით...
1773476194
ახალი ამბებიმცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა....
1773474189
მსოფლიობაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - Reuters
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, საელჩოს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც...






























