ირაკლი კობახიძე: გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე

„ყველაფერს გავაკეთებთ კულტურის მინისტრთან, კულტურის მოღვაწეებთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.

„ჩვენ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გვქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებით განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები. ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნვა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედებით სფეროში. მინდა, ყველას გისურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება. ამაში თქვენ განსაკუთრებული როლი გაკისრიათ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760180974

ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე - მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს

„ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!“, – ამის...

ვასილ მაღლაფერიძე

1760178886

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაშ...

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

1760177285

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის - ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი და ამაყი ერი

 „ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა, არასდროს შეეგუა უცხო დამპყრობელს, საბოლოოდ კი დააფუძნა სახელმწი...

პრეზიდენტი

1760174951

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა, ე.წ ექიმებო?

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექიმ, გიორგი ჩახუნაშვილისადმი, ექიმების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ეხმიანება. გამსახურდია მიმართავს ექიმებს, თუ სად ი...

გიორგი გამსახურდია

1760173345

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია

„მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება სიტყვა წარმოვთქვა დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც სახელმწიფოს სახელით ვაჯილდოებთ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს,” - ამის შესახებ საქ...

შალვა პაპუაშვილ