ვასილ მაღლაფერიძე - მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს

„ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაღლაფერიძე წერს, ვინც იმას ამტკიცებს, რომ ორგანიზატორებმა იცოდნენ და განზრახ წაიყვანეს აქცია ორბელიანისკენ, ამით, სინამდვილეში, სწორედ დამხობის ორგანიზატორებს აბრალებს მოღალატეობას.

„ამას წყალი არ გაუვა, 2×2=4 !!!

მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს.

როგორც ჩანს, ამ ჩაფლავებული დამხობის რეალური დირიჟორები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებიან, დაფრთხნენ, მოღალატის ძებნაში ემანდ ჩვენ არ გამოგვთხარონო და ამიტომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულატორთა კლასტერს ამჯერად „მორყეული ღობის“ თემის აგორება შეუკვეთეს, რათა ამ საქმიდან თავად სუფთად გამოძვრნენ, ხოლო დამხობის ჩაფლავება და ღალატი კი მთლიანად თვითგამოცხადებულ ორგანიზატორებს შეეტენოთ! ხოლო ის ავად სახსენებელი ჩრდილოვანი დირიჟორები რომ ნამდვილად არსებობენ, ვის იმედადაც ამ ბედდამწვარმა ორგანიზატორებმა ეს ავანტურა წამოიწყეს, ამას ხომ წყალი არაფრით გაუვა!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760183863

ახალი ამბები

პრემიერი - სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე, როცა ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე

 „სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების...

ირაკლი კობახიძე

1760181033

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ჩახუნაშვილის გირაოს თანხის შესაგროვებლად ოჯახის თხოვნაზე: შესაძლოა, მიზანი ისიც იყოს, რომ საზოგადოებას მოაჩვენონ, გაჭირვებული არიან და ჩვენს მოქალაქეებში უფრო მეტი თანაგრძნობისთვის მეტი ემოცია აღძრან

შესაძლოა, მიზანი ისიც იყოს, რომ საზოგადოებას მოაჩვენონ, გაჭირვებული არიან და ჩვენს მოქალაქეებში უფრო მეტი თანაგრძნობისთვის მეტი ემოცია აღძრან, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...

ლევან მაჭავარიანი

1760178886

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაშ...

ცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

1760177285

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის - ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი და ამაყი ერი

 „ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა, არასდროს შეეგუა უცხო დამპყრობელს, საბოლოოდ კი დააფუძნა სახელმწი...

პრეზიდენტი

1760176521

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე

„ყველაფერს გავაკეთებთ კულტურის მინისტრთან, კულტურის მოღვაწეებთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - ამის შესახებ საქართ...

ირაკლი კობახიძე