ლევან მაჭავარიანი ჩახუნაშვილის გირაოს თანხის შესაგროვებლად ოჯახის თხოვნაზე: შესაძლოა, მიზანი ისიც იყოს, რომ საზოგადოებას მოაჩვენონ, გაჭირვებული არიან და ჩვენს მოქალაქეებში უფრო მეტი თანაგრძნობისთვის მეტი ემოცია აღძრან

შესაძლოა, მიზანი ისიც იყოს, რომ საზოგადოებას მოაჩვენონ, გაჭირვებული არიან და ჩვენს მოქალაქეებში უფრო მეტი თანაგრძნობისთვის მეტი ემოცია აღძრან, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
იგი ამგვარად გამოეხმაურა კონსტანტინე ჩახუნაშვილის თხოვნას მოქალაქეების მიმართ, რომ მამის - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის გირაოს თანხის შეგროვებაში დახმარებოდნენ.
„როდესაც რაღაც ფული სჭირდებათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ან მათ აქტივისტებს, ისინი შემდეგ ამ ფულის შეგროვებას ხალხისგან ითხოვენ. სწორედ ასეთი სცენარი ვითარდებოდა გუშინაც, როდესაც [ჩახუნაშვილის] მამის გირაოს გადახდაზეა საუბარი.
ჩვენ ვიცით, რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, მსუბუქად რომ ვთქვათ და ჩვეულებრივად აგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს. ითხოვენ, მოქალაქეებმა შეუგროვონ ეს თანხები, რაც ცოტა სამარცხვინოა.
შესაძლოა, კიდევ მიზანი ისიც იყოს, რომ თითქოს, საზოგადოებას მოაჩვენონ, გაჭირვებული არიან და ჩვენს მოქალაქეებში მეტი ემოცია აღძრან უფრო მეტი თანაგრძნობისთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სასამართლომ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღმკვეთის სახით გირაო შეუფარდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში კონსტანტინე ჩახუნაშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც მისი მამისთვის გირაოს თანხის შესაგროვებლად დახმარებას ითხოვს.
1760183863
ახალი ამბებიპრემიერი - სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე, როცა ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე
„სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების...
1760180974
ახალი ამბებივასილ მაღლაფერიძე - მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს
„ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!“, – ამის...
1760178886
ახალი ამბებიცესკოს წარმომადგენელმა ადამიანური განზომილების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაშ...
1760177285
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის - ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი და ამაყი ერი
„ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა, არასდროს შეეგუა უცხო დამპყრობელს, საბოლოოდ კი დააფუძნა სახელმწი...
1760176521
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე
„ყველაფერს გავაკეთებთ კულტურის მინისტრთან, კულტურის მოღვაწეებთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე“, - ამის შესახებ საქართ...