ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე - ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა, გასული 30 წლის განმავლობაში

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე, 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის განვითარება არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე. სწორედ 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე. ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე. ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც განვლო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი სირთულით სავსე. პირველი 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე. ამან რა თქმა უნდა, საკუთარი კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ჩვენი სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე. როდესაც ჩვენ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე, მიზნად დავისახეთ სწორედ კონსტიტუციის დემოკრატიული წესით და ფორმით ჩამოყალიბება, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და განმტკიცება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია.
„როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, განსაკუთრებული გულისტკივილით უნდა გავიხსენოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია. სწორედ ამან შეუქმნა ნიადაგი 2004-2012 წლებში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ დავდექით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, შეგვექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ამ მიზანს სრულად მიაღწიეს - დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების, სტაბილური კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1756031817
საინტერესო ამბებიქაშუეთის ტაძარში მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდზე პრეზიდენტი, პრემიერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
მამუკა ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორისა და მომღერლის ხსოვნას პატივი, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი დ...
1756029678
ახალი ამბებიდათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა - ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა მოქალაქეებთან შეხვედრებს ე.წ. კარდაკარის პრინციპით განაგრძობს. მერობის კანდიდატი მოქალაქეებს გეგმებს და განახლებული ზუგდიდის განვითარების ხედვა...
1756026120
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...
1756025064
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მიღების დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო
„დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...
1756024053
ახალი ამბებიმამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ
მამუკა ჩარკვიანს დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ. კომპოზიტორსა და მომღერალს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მამუკა ჩარკვიანი საკუთარ ს...