შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მიღების დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო

„დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 1995 წლის 24 აგვისტო იქცა წყალგამყოფ თარიღად, როდესაც, ერთის მხრივ, დასრულდა საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის საუკუნე და დაიწყო, დაიბადა ახალი რესპუბლიკა. შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომი თაობების თავისუფალ ცხოვრებას.
მისი თქმით, კონსტიტუციის მიღება ყველა ერის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი.
„ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია.
ამ დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.
კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა - ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა.
მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა უპირველესად როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.
ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი.
30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული.
საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1756031817
საინტერესო ამბებიქაშუეთის ტაძარში მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდზე პრეზიდენტი, პრემიერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
მამუკა ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორისა და მომღერლის ხსოვნას პატივი, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი დ...
1756029678
ახალი ამბებიდათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა - ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა მოქალაქეებთან შეხვედრებს ე.წ. კარდაკარის პრინციპით განაგრძობს. მერობის კანდიდატი მოქალაქეებს გეგმებს და განახლებული ზუგდიდის განვითარების ხედვა...
1756026120
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...
1756024053
ახალი ამბებიმამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ
მამუკა ჩარკვიანს დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ. კომპოზიტორსა და მომღერალს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მამუკა ჩარკვიანი საკუთარ ს...
1756022871
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე - ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა, გასული 30 წლის განმავლობაში
„მინდა მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე, 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამო...