Geo Team: „ვალენსია“ გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას ისევ ცდილობს

გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
როგორც Geo Team-ი წერს, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა, საუბარია ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე. „უოტფორდი“ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს ითხოვს და ახლა ყველაფერი ინგლისური და ესპანური კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
„ქართველს „ვალენსია“ ანდრე ალმეიდას შემცვლელად მიიჩნევს – თუ პორტუგალიელი „ღამურებს“ დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს“, - წერს Geo Team-ი.
„ვალენსია“ „უოტფორდის“ ვარსკვლავის დამატებას ცდილობს - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა the72 ავრცელებს.
„ჟურნალისტ საშა ტავოლიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, „უოტფორდმა“ თავისი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდიდან გაუშვას – საქართველოს ნაკრების წევრის დამატებას ესპანური „ვალენსია“ ცდილობს. ლა ლიგის გუნდს ზაფხულშივე სურს ჩაკვეტაძის დამატება, რომელსაც ტრავმის გამო ახალ სეზონში „უოტფორდში“ ჯერ არ უთამაშია.
ვალენსიელები ინგლისელებს ტრანსფერის გამოსყიდვაზე უკვე დაეკონტაქტნენ, თუმცა კონკრეტული ციფრი არაა მითითებული.
გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „უოტფორდი“ ჩაკვეტაძის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ფუნტის მიღებას იმედოვნებდა. უცნობია, შემცირდა თუ არა ეს თანხა ბოლო დღეებში“, - წერს the72.
1755584723
ახალი ამბები2025 წლის რთველის პროცესში დამატებითი ცხელი ხაზი ამოქმედდება
2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სო...
1755582720
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველა მინდა გავაფრთხილო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების...
1755580996
მსოფლიოემანუელ მაკრონი: თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება. მან აღნიშნა, რომ ტრამპ...
1755579632
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთ...
1755547280
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით
ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რო...