ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი
„ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი.
„ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება. ისინი არიან სუსტად და ამ სისუსტის ფონზე, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს და მთავარი სიმპტომი არის დაპირისპირება ერთმანეთში. მეორე ახსნა არის ის, რომ ეს არის აგენტურა და აგენტები ცდილობენ სხვა აგენტზე მეტად მოაწონონ საკუთარ პატრონებს. ორი ძირითადი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - ერთი რომ სისუსტე ოპოზიციის და ეს არის ამ ავადმყოფობის ერთ-ერთი სიმპტომი, და მეორე პატრონების წინაშე თავის მოწონების მცდელობა.
რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ვიდრე აგენტურა არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, თუნდაც ფორმალურად, მანამდე ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...
1784306764
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას
„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...
1784305416
მსოფლიომექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სა...
1784304531
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით...






























