თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას
„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და მსგავსი დოკუმენტები „რეანიმაციული საშუალებებია“ გარე აქტორებისთვის ოპოზიციის დასახმარებლად.
„ხან რა ალიანსი შეუქმნეს, ხან როგორ დაფინანსებას დაჰპირდნენ, ზოგი დააფინანსეს კიდევაც, რა ნაბიჯები არ გადადგეს მათი მიმართულებით, მაგრამ ვერანაირად ვერ შეძლეს, რომ სერიოზულ დაჯგუფებად ჩამოეყალიბებინათ, რომელიც რაღაც წინააღმდეგობას გაუწევდა ხელისუფლებას იმ გაგებით, რაც თვითონ უნდოდათ - ანუ, მოაწყობდა ძალადობრივ გადატრიალებას საქართველოში.
ისინი აგრძელებენ ამ ნარატივსა და მცდელობას, მაგრამ ყოველდღე დარწმუნდებიან, რომ ამ ადამიანების მეშვეობით საქართველოში ამას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, ეს არის უბრალოდ გადმოგდებული ინიციატივები, რომ იქნებ კიდევ ცოტა ხანი აცოცხლონ ეს რადიკალური დაჯგუფებები საქართველოში, იქნებ რამე გამოდნეს ამათგან, მაგრამ ვარწმუნებ მათ, რომ ეს იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1784299264
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა
მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ე...
1784299128
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: 8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობის საკითხს ეხ...
1784296978
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს – „მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთე...
1784296599
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე ანტვერპენის პრაიდში „თბილისი პრაიდის“ მონაწილეობაზე: ეს ხაზს უსვამს, რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე,...
1784295848
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა
„დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭე...































