ირაკლი კობახიძე: ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ

ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სპეციალური მომლაპარაკებლის დანიშვნის საკითხს ეხებოდა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატია საკუთარ სახეს.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. თქვენ ხედავთ, რომ სხვა ქვეყნების მიმართაც არის ასეთი ორმაგი სტანდარტები. იგივე, ხშირად ვიხსენებდით ჩვენ მოლდოვის მაგალითს, მოლდოვა დღემდე არის დსთ-ს წევრი, დღემდე აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არ დაუწესებია არც მოლდოვას სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 4 წელია თითქმის გასული, ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ მოგვისმენია მოლდოვის მიმართ მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს განსხვავებული მდგომარეობა, არც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, არც ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩადიან, მოლდოველებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამ პირობებში, საქართველო იყო გამოცხადებული რუსულ ქვეყნად, ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებად. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც. მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატია საკუთარ სახეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768399388

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ

მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...

თორნიკე ჭეიშვილი

1768399163

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის საელჩოზე: კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან

კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ ამ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა...

პარლამენტის დეპუტატი

1768398462

ახალი ამბები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1768397650

ახალი ამბები

მკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ქალი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი