პრემიერი: რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს მანკიერი პრაქტიკა არ იცვლება

რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონები - „გამჭვირვალობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“, რათა, სწორედ, მსგავსი მახინჯი პრაქტიკისგან, გარე ჩარევისგან დაიცვას ქვეყანა.

„ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვსაუბრობდით არაფორმალურ ძალებზე, რომლებიც არსებითი გავლენით სარგებლობენ ევროკავშირზე, თავის დროზე, კიდევ უფრო არსებითი იყო მათი გავლენა აშშ-ზე. ახლა ერთგვარი ბრძოლის მოწმენი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით და ვნახოთ, რით დასრულდება საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა, თუმცა ფაქტია, რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები, USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები. რაც რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული. ჩვენ მთავარია, რომ ჩვენი მექანიზმები დავუპირისპიროთ ამ მახინჯ პრაქტიკას და უხეშ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, შიდა პოლიტიკურ საკითხებში, დემოკრატიულ სისტემებში. ჩვენ გვაქვს მიღებული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც გვიცავს, სწორედ, ასეთი მახინჯი პრაქტიკისგან. ჩვენ გვაქვს მიღებული „გრანტების შესახებ“ კანონი, ე.წ. „ფარას კანონი“ და რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სწორედ ასეთი ტიპის გარე ჩარევებისგან“,- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768399388

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ

მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...

თორნიკე ჭეიშვილი

1768399163

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის საელჩოზე: კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან

კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ ამ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა...

პარლამენტის დეპუტატი

1768398462

ახალი ამბები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1768397650

ახალი ამბები

მკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ქალი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი