თორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ

მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

დეპუტატის თქმით, როდესაც ძალიან მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ესაუბრებიან ევროკავშირს იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და ორგანიზაციაში რეფორმები უნდა განხორციელდეს, ეს ძალიან მძლავრი წინაპირობაა იმისთვის, რომ საღი აზრი იმძლავრებს.

„თავად ევროკავშირში უკვე სახელმწიფოთა მეთაურები საუბრობენ იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რეალურად, ის ფაქტორი, როდესაც დანიშნული ევრობიუროკრატები აბსოლუტურად სცდებიან ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს, მიაქანებენ ყველაფერს სერიოზული ცივილიზაციური უფსკრულისკენ, როდესაც გაუფერულდა ევროპული ღირებულებები, რომლებზეც ასე ბევრს ვსაუბრობთ, საბოლოო ჯამში არის იმის წინაპირობა, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირმაც უნდა გადახედოს თავის პოლიტიკურ კურსს, თავის მიზნებს და თავის ადგილს თანამედროვე მსოფლიო წესრიგში“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატიისთვის განგაშის სიგნალი უკვე ჩართულია და მათი მხრიდან მოქმედების დრო დადგა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768398462

ახალი ამბები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1768397650

ახალი ამბები

მკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ქალი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი

1768396372

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6969 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1768395794

ახალი ამბები

1- ელი აპრილიდან პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს

გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს. ინფორმაციას გარ...

პლასტმასი