საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები.

აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

გუშინ, 13 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი

1768396372

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6969 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1768395794

ახალი ამბები

1- ელი აპრილიდან პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს

გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს. ინფორმაციას გარ...

პლასტმასი

1768393700

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატუ...

პროკურატურა

1768393107

ახალი ამბები

მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ

„ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილ...

დავით მათიკაშვილი