ირაკლი კობახიძე: პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ემსახურებით

 პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქვენგანი ემსახურებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც და ეს სტრატეგია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება.

„თქვენი შრომა, ხშირად, შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ, თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული, თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველო საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც.

ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769373212

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვანდალიზმზე: თუ საჭიროება გაჩნდება იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა პარლამენტი უკან არ დაიხევს

თუ საჭიროება გაჩნდება იმისა, რომ [დამატებითი] საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტი უკან არ დაიხევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ სა...

არჩილ გორდულაძე

1769371648

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირი იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში, ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული, მტრებიც და მოყვარეებიც ცდილობენ, რომ რაღაც წაგლიჯონ

„დღეს ევროკავშირი იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში, ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული, მტრებიც და მოყვარეებიც ცდილობენ, რომ რაღაც წაგლიჯონ. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, რომ საკვანძო თანამდებობის პირები იყვნ...

ლევან მახაშვილი

1769368891

მსოფლიო

რომის პაპი: უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს

რომის პაპმა ლეო XIV-მ მორწმუნეებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ. როგორც vaticannews-ი აღნიშნავს, პონტიფიკოსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებზე, სადაც...

რომის პაპჯ

1769366732

ახალი ამბები

კახა კალაძე ვანდალიზმის ფაქტებზე: ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მოწესრიგებული

ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო მწვანე, გალამაზებული, - განაცხადა გადაცემაში „იმე...

კახა კალაძე

1769364615

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებმა იცოდნენ, რომ შეწყალების უმნიშვნელოვანესი საფუძველი მონანიებაა, თუმცა, მათგან ეს ნაბიჯი არ გადადგმულა

პროცესმა ჩაიარა ჰუმანიზმის მაღალი თვალსაზრისით, რაც პრინციპში წარმოადგენს შეწყალების არსს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯ...

დავით მათიკაშვილი