ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენცია ინდოეთის საარჩევნო კომისიის, ინდოეთის დემოკრატიის და საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IIIDEM) და დემოკრატიისა და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) მიერ იყო ორგანიზებული.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია/ვერიფიკაცია, არჩევნებში ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლების განათლება, საარჩევნო კამპანია და მისი წარმოება, დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე, ხელოვნური ინტელექტი და არჩევნები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში იმსჯელეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო. გიორგი კალანდარიშვილი სესიაზე სახელწოდებით - „კენჭისყრის შედეგების დათვლა, შეჯამება და შედეგების გამოქვეყნება“ მთავარი მომხსენებელი იყო, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის წარმატებულ პრაქტიკასა და 2024-2025 წლების არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიებში.

გიორგი კალანდარიშვილი სიტყვით გამოვიდა პლენარულ შეხვედრაზე, სადაც დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში არჩევნების როლზე ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისა და საარჩევნო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციების ერთობლივი ქმედებების მნიშვნელობას და ძალისხმევას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიით თავმჯდომარესთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი, ასევე ინდოეთში საქართველოს საელჩოს კონსული ქეთევან ლაგვილავა და საელჩოს წარმომადგენლები.

„ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐᲛ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲛᲘᲘᲦᲝ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲗᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ. ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐᲡ 40-ᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲘ ᲞᲘᲠᲘ ᲓᲐ ᲓᲔᲚᲔᲒᲐᲢᲘ, ᲐᲡᲔᲕᲔ 500-ᲛᲓᲔ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚᲘ, ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲣᲚᲘ ᲗᲣ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲣᲠᲘ ᲬᲠᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘ ᲔᲡᲬᲠᲔᲑᲝᲓᲐ. ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲜᲒᲕᲔᲮᲘᲚᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲓᲦᲔᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲓᲒᲐᲡ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ. ᲩᲕᲔᲜ ᲐᲡᲔᲕᲔ ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲘ ᲝᲠᲛᲮᲠᲘᲕᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲒᲐᲒᲕᲔᲛᲐᲠᲗᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ, ᲐᲡᲔᲕᲔ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲗᲐᲜ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘᲪ ᲨᲔᲕᲗᲐᲜᲮᲛᲓᲘᲗ ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐᲖᲔ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐᲖᲔ, ᲠᲐᲪ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲛᲮᲠᲘᲕ ᲥᲛᲜᲘᲡ ᲐᲮᲐᲚ ᲞᲔᲠᲡᲞᲔᲥᲢᲘᲕᲔᲑᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲣᲬᲧᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲔᲢᲐᲓ ᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲡ“ , - ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲪᲔᲡᲙᲝᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ ᲡᲔᲡᲘᲘᲡ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ.
თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა მსგავსი ტიპის კონფერენციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს აღნიშნული პლატფორმის არსებობისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნებს ერთმანეთს გაუზიარონ კარგი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ინდოეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გუანეშ კუმართან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ნიუ დელიში 21-23 იანვარს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო, მეცნიერული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769414553

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა

 ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავ...

ჭინჭარაძე გიორგი

1769413444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ემსახურებით

 პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქ...

 ირაკლი კობახიძე

1769412837

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შემოსავლების სამსახური კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან, საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიმუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშიასაერთაშორისო პარტნიორებთან სანქციებისაღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟოადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს,რათა სრულად გ...

ირაკლი კობახიძე

1769374685

ახალი ამბები

თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ - გადაამოწმეთ მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 26 იანვარს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. კონკრეტულ მისამართებსა და გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს. საბურთალოს...

შუქი

1769373212

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვანდალიზმზე: თუ საჭიროება გაჩნდება იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა პარლამენტი უკან არ დაიხევს

თუ საჭიროება გაჩნდება იმისა, რომ [დამატებითი] საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტი უკან არ დაიხევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ სა...

არჩილ გორდულაძე