თენგიზ შარმანაშვილი: როცა აიჩემებ, რომ გინდა კონკრეტულ ადამიანთან პაექრობა, ე.ი. დებატები კი არა, საცირკო სანახაობა გსურს, რაც მოსახლეობას ისედაც ყელში აქვს
დებატები პოლიტიკოსებს კი არ გვჭირდება, არამედ ხალხს. სწორედ ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ გაიგონ ოპონენტებისგან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორ და რა არგუმენტები აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია დებატებზე თუ უარს იტყვის, ეს ხალხისთვის უარის თქმაა და არა ოპონენტისთვის.
„თუ უნდათ, რომ ხალხის წინაშე წარმოაჩინონ და ხელისუფლებას მიუთითონ არასწორად ქცევა, მაშინ კეთილი ინებონ და ხალხს საშუალება მისცენ, ხელისუფლებამ პოზიცია დააფიქსიროს, კანონიერად იქცევა თუ არა. ხალხს დებატებზე უარი არ უნდა უთხრან. თავის დროზე ჩვენ დებატებზე კი არ ვთქვით უარი, არამედ საცირკო სანახაობაზე.
ახლაც უარს ვიტყვით, თუ ვინმეს საცირკო სანახაობის ჩატარება მოუნდება. თუ უნდათ, რომ მმართველ პარტიას ეპაექრონ, ვისაც გადაწყვეტს, რომ დებატებში გამოიყვანოს, მას ეპაექრონ. მმართველი პარტია სადებატოდ უცნობ ადამიანს არ გამოუშვებს ან ვინც პარტიაში არაფერს წარმოადგენს. როცა აიჩემებ, რომ კონკრეტულ ადამიანს გინდა ეპაექრო, ე.ი. შენ დებატები კი არა, საცირკო სანახაობა გინდა, რაც მოსახლეობას ისედაც ყელში აქვს ამოსული.
მთავარი აზრთა ჭიდილი უნდა იყოს, რათა ხალხს დასკვნების გამოტანის საშუალება ჰქონდეს. საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ისინი ამაზე უარს ამბობენ. თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირა არ იყო დარჩენილი და ოპოზიციის კანდიდატი ბრიუსელსა და ბერლინში წავიდა იმის ნაცვლად, რომ ნაძალადევში, გლდანსა და ვერაზე წასულიყო. თავის ხალხს არ ელაპარაკებიან, არც დებატების სახით უნდათ, რომ ხალხს დაენახონ და არც წინასაარჩევნოდ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1769414553
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე: ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა
ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავ...
1769413444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ემსახურებით
პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქ...
1769412837
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შემოსავლების სამსახური კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან, საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიმუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშიასაერთაშორისო პარტნიორებთან სანქციებისაღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟოადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს,რათა სრულად გ...
1769374685
ახალი ამბებითბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ - გადაამოწმეთ მისამართი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 26 იანვარს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. კონკრეტულ მისამართებსა და გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს. საბურთალოს...
1769373212
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვანდალიზმზე: თუ საჭიროება გაჩნდება იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა პარლამენტი უკან არ დაიხევს
თუ საჭიროება გაჩნდება იმისა, რომ [დამატებითი] საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტი უკან არ დაიხევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ სა...































