ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას ექნება მყარი ნდობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა.

აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755966988

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომით

მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომებით, - წერს ექსპერტი დავ...

დავით ჩიხელიძე

1755964801

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: ბატონო ოპოზიციონერებო, ოპოზიციურო ჟურნალისტებო, არასამთავრობო სექტორო და აქტივისტებო, ნებისმიერ თქვენგანს აქვს უფლება იყოს ნაძირალა, გახრწნილი, უვიცი, უზრდელი, სანამ კანონს არ არღვევთ

ბატონო ოპოზიციონერებო, ოპოზიციურო ჟურნალისტებო, არასამთავრობო სექტორო და აქტივისტებო. ნებისმიერ თქვენგანს აქვს უფლება იყოს ნაძირალა, გახრწნილი, უვიცი, უზრდელი, სანამ კანონს არ არღვევთ. კანონი გაძლევთ...

ლევან ჭოტორლიშვილი

1755962244

ახალი ამბები

ავარია თბილისის ზღვაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

ავტოავარია

1755962026

ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე...

ანრი ოხანაშვილი

1755958423

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ან...

მამუკა მდინარაძე