ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია სუს-ში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით იკავებდა იგი სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას.

ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ანალიტიკურ საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ანრი ოხანაშვილს, სწორედ, ეს უმნიშვნელოვანესი მისია ჩაჰბარდება.

„ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო.

არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაჰბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს.

მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755963702

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას ექნება მყარი ნდობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ად...

ირაკლი კობახიძე

1755962244

ახალი ამბები

ავარია თბილისის ზღვაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

ავტოავარია

1755958423

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ან...

მამუკა მდინარაძე

1755957856

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში, რომელიც სუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნუ...

ანრი ოხანაშვილი

1755957163

ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზი...

ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა