ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება
„რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება.
„სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
„ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1785341798
ახალი ამბებირეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე. დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე....
1785339790
ახალი ამბებისაქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელი გააფართოვა - ახალი მიმართულებები ცენტრალურ აზიაში
„საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოების ფარგლებში უკვე დაიწყო მომსახურების განხორციელება ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის...
1785339179
ახალი ამბები2026 წლის გამოცდები დასრულდა
ბოლო გამოცდა 29 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა. გამოცდაზე რეგისტრირებულთა 80%-ზე მეტი გამოცხადდა. 2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლ...
1785336861
ახალი ამბებილაშა დარსალია: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მანამ, სანამ არ მოხდება დევნილთა დაბრუნება, არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
„ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმების საკმაოდ დიდი რესურსს დებენ, რომ არ დადგეს არაღიარების უკან წაღება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა...
1785335061
ახალი ამბებიელჭექი, სეტყვა და ნისლი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით, მთიან რაიონებში ზოგან – ძლიერი, –...






























