2026 წლის გამოცდები დასრულდა

ბოლო გამოცდა 29 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა. გამოცდაზე რეგისტრირებულთა 80%-ზე მეტი გამოცხადდა.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 83 000-ზე მეტ აპლიკანტს საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურებოდა.

ნაშრომების გასწორების პარალელურად უკვე მიმდინარეობს ცალკეულ საგნებში შედეგების გამოქვეყნება. სხვა საგამოცდო საგნების შედეგებიც ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94%-მდე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - რეგისტრირებულ აპლიკანტთა 79%-ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 83%-ზე მეტი, ხოლო მასწავლებელთა გამოცდებზე - რეგისტრირებულთა 83%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

გამოსაცდელები შედეგების ნახვას შეძლებენ ვებგვერდზე online.naec.ge, პირადი ნომრისა და სარეგისტრაციო გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მიღებული რვანიშნა კოდის გამოყენებით.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

აბიტურიენტების საყურადღებოდ! სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საპრეტენზიო განაცხადებზე პასუხების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ, შესაბამისად, მათ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადახედონ საკუთარ არჩევანს და, რაც მთავარია, ნებისმიერი შეტანილი ცვლილება დაიმახსოვრონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785333520

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია

„ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმ...

თამთა მეგრელიშვილი

1785333093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს

„მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნ...

ლევან მაჭავარიანი

1785331973

ახალი ამბები

ნინო ჯელაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაციას შუა დერეფანში“, - ამის შესახებ სების...

ნინო ჯელაძე

1785331322

საზოგადოება

მათიკაშვილი ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა უკან იწვევენ ამ აღიარებებს

გაივლიან რიყეზე და ქვას ვერ დაინახავენ, ვისაც არ უნდა ამის დანახვა. ასე იქცევიან რადიკალები და მათი იდეოლოგები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მ...

 დავით მათიკაშვილი

1785331196

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6278 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა