საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელი გააფართოვა - ახალი მიმართულებები ცენტრალურ აზიაში
„საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოების ფარგლებში უკვე დაიწყო მომსახურების განხორციელება ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფოსტა ტრადიციული საფოსტო ოპერატორის ფუნქციას სცდება და რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, არის მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან ექსპორტის მიმართულებით და ასევე, საერთაშორისო, თუ სატრანზიტო გზავნილების ვადის გაუმჯობესების თვალსაზრისით. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი Alibaba-ს კამპუსში, სადაც ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ამ პროექტზე და გავაფორმეთ ხელშეკრულება - კონკრეტულად ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-თან. ხელშეკრულების გაფორმება არის გამოცდილება რათა ჩვენ დიდი ორგანიზაციებიდან მეტი ვისწავლოთ, საოპერაციო პროცესები გავაუმჯობესოთ და ტექნოლოგიურად განვვითარდეთ. აღნიშნულმა პროექტმა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად საქართველოს ფოსტას და თვითონ ქვეყანას ახალი ჰაბის ფუნქცია შესძინა. რეგიონის ტვირთები იგზავნება საქართველოს ფოსტის ტერმინალში, ხდება დახარისხება და მიწოდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ანუ საქართველოს ფოსტა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. ვიღებთ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის და უზბეკეთის ტვირთებს. უახლოეს მომავალში უფრო ფართო ქსელი გვექნება და დავიწყებთ ისეთ ქვეყნებთან მიწოდებას როგორიც არის ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი ერაძემ.
გიორგი ერაძის განცხადებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის.
„ჩვენი მიზანი იყო ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის საჰაერო ტერმინალი, მისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს შევძელით, გავაფორმეთ მემორანდუმი და გავხდით უფრო მიმზიდველები. დღეს უკვე Silk Way West Airlines-ს ავიახაზებს ვემსახურებით. აღნიშნული ავიაკომპანია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან ძლიერი ავიაგადამზიდია. ჩვენ ვიღებთ მათ ტვირთებს ვახარისხებთ და სატვირთო მომსახურებით ვემსახურებით. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინალის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს ამ ეტაპზე - წინა წელთან შედარებით, იმპორტი 1750%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 750%-ით. საერთო ჯამში კი, ტვირთბრუნვა 2300%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტამ ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა Air Serbia-სთან, Turkish Airlines-თან და აზერბაიჯანის ავიახაზებთან.
„კიდევ რამდენიმე ავიახაზთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. აღნიშნულის მიზანი იყო, რომ ავიახაზებთან გაგვეახლებინა ხელშეკრულებები, რათა სატრანზიტო ვადები შეგვემცირებინა.ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ავიახაზთან გვქონდეს ურთიერთობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ქსელი გავაფართოოთ“, - აცხადებს გიორგი ერაძე.
1785333520
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია
„ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმ...
1785333093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს
„მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნ...
1785331973
ახალი ამბებინინო ჯელაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას
„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაციას შუა დერეფანში“, - ამის შესახებ სების...
1785331322
საზოგადოებამათიკაშვილი ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა უკან იწვევენ ამ აღიარებებს
გაივლიან რიყეზე და ქვას ვერ დაინახავენ, ვისაც არ უნდა ამის დანახვა. ასე იქცევიან რადიკალები და მათი იდეოლოგები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მ...
1785331196
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6278 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...





























