მარიამ ლაშხი: ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს ან მათ, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ განათლების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

მან რეფორმის ძირითადი პუნქტები განმარტა და ასევე, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების მიზეზები განმარტა და ამ გადაწყვეტილებას „ყველაზე ოპტიმალური“ უწოდა.

„ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს ან მათ, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

სწორედ აქ უნდა ჩაერთოს აღსრულების კომპონენტი - ეს არის იმ საზოგადოების ინფორმირება, რომელიც უშუალოდ იქნება ამ პროცესის მონაწილე და განათლების რეფორმა ისეთი საკითხია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ეხება.

სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტროს მხრიდან უკვე ჩატარდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის რეგიონებში, როგორც აკადემიურ პერსონალთან, ასევე მშობლებთან. სულ ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრები თსუ-სა და სტუ-ს აკადემიურ პერსონალთან და ხვალაც დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა“, - განაცხადა ლაშხმა.

მისივე თქმით, გაერთიანება სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგის ამაღლებას, აკადემიური პერსონალის დაფასების გაზრდას შეუწყობს ხელს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770299238

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ

ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგო...

ირაკლი კობახიძე

1770299149

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი

„ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1770298309

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზედაც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1770297183

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი გამყარდა

1770294851

ახალი ამბები

ლევან მეხუზლა: 2026 იქნება ღვინის ხარისხზე ორიენტირებული წელი

„მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ღონისძიებები როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რო...

ლევან მეხუზლა