ირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღვნიშნავთ თბილისის მეტროპოლიტენის დაარსებიდან 60 წლისთავს. ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს. დღეს მსოფლიოში 210-ზე მეტი მეტროპოლიტენის სისტემა მუშაობს. თბილისის მეტრო, გახსნის მომენტისთვის, მსოფლიოში 26-ე იყო. 1965 წლის 28 ნოემბერს ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გავიდა, რაც იყო გამარჯვება თითოეული ქართველისთვის და სიამაყის საგანია დღემდე ჩვენთვის.

მეტროპოლიტენის შექმნის ისტორია არაერთ პოლიტიკურ თუ საინჟინრო გამოწვევას, დიდ შრომას და ძალისხმევას უკავშირდება. 1966 წელს პირველმა მატარებელმა დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. მას შემდეგ მეტრო ცოცხალი ორგანიზმივით იზრდებოდა. დაემატა საბურთალოს ხაზი, სადგურები ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი, 2017 წელს, წარმატებით დავასრულეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი - გავხსენით რიგით 23-ე სადგური, „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, აღვადგინეთ 3.5 კილომეტრი სიგრძის გვირაბები.

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ.

სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება. პარალელურად, სისტემას ემატება ევროპული სტანდარტის 111 ახალი ვაგონი, რაც მგზავრობას ბევრად კომფორტულს გახდის.

თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს. პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ვეტერანების მიმართ, რომელთა შრომაზეც დგას მეტროს ისტორია. მადლობას გიხდით მოქმედ თანამშრომლებს - სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ეს ურთულესი სტრატეგიული ობიექტი დღესაც საიმედოდ ფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 60 წლის იუბილეს და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769791423

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდ...

მიხეილ ყაველაშვილი

1769788179

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვის სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა! რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიულად მაღალი დონე მკაფიოდ ადასტურებს, რომ ქ...

თამთა

1769787407

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად კორეის რესპუბლიკაში, სეულში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ვი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1769785061

ახალი ამბები

გიგლა თამაზაშვილი: განსაკუთრებულად საყურადღებოა სარწყავი წყლის რაციონალურად გამოყენება, სწორედ ამ მიზნით გატარდა 2025 წელს რეფორმები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა 2025 წელს განხორციელებული პროექტები, სისტემური ცვლილებები და მიღწეული შედეგები...

გიგლა თამაზაშვილი

1769783660

მსოფლიო

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრა თავის ირანელ კოლეგასთან მასუდ პეზეშკიანთან, რის შემდეგაც ანკარამ გამოაცხადა მზადყოფნა, იმოქმედოს, როგორც შუამავალმა ირანსა და შეერთებულ შტატ...

ერდოღანი