ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები

ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გაურბიან სწორედ NGO-ები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი.

„ეს განმარტებები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილები სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769792980

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...

ირაკლი კობახიძე

1769791423

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდ...

მიხეილ ყაველაშვილი

1769791084

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფ...

ირაკლი კობახიძე

1769788179

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვის სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა! რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიულად მაღალი დონე მკაფიოდ ადასტურებს, რომ ქ...

თამთა

1769787407

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად კორეის რესპუბლიკაში, სეულში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ვი...

ნიკოლოზ სამხარაძე