კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია - დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას
მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილი თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი მადლობის სიგელები გადასცა სპეციალური სამმართველოს - „თბილმეტრომშენის“ ყოფილ თანამშრომლებს თბილისის მეტროს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დედაქალაქის მერმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაჯილდოებულ თანამშრომლებს წარმატება მიულოცა და უწყების იმ 2 800-მდე თანამშრომელს, რომელიც მეტროს ფუნქციონირებასა და შეუფერხებლად მუშაობაშია ჩართული, თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა.
„წელს თბილისის მეტროს საიუბილეო თარიღი აქვს - 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში მეტროს პირველმა მატარებელმა გაიარა. ეს არის იყო მხოლოდ სატრანსპორტო პროექტი ან საინჟინრო მიღწევა, ამ მოვლენამ სრულიად შეცვალა დედაქალაქის ცხოვრება. მაშინ თბილისის მეტრო მხოლოდ ექვს სადგურს ითვლიდა, 60 წლის თავზე ამ რიცხვმა 23-ს მიაღწია.
თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დედაქალაქის ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ყველაზე სწრაფ გადაადგილებას. მას ყოველდღიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი მგზავრი გადაჰყავს. რასაკვირველია, თბილისის მეტრო ცოცხლობს და ვითარდება ადამიანების შრომით. მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ყველას, ვისაც თბილისის მეტროს შექმნაში მიუძღვის წვლილი. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.
დღეს მიწისქვეშა ტრანსპორტის ფუნქციონირებასა და შეუფერხებლად მუშაობაში 2 800-მდე ადამიანია ჩართული, რისთვისაც მინდა, მათ თბილისელების სახელით, მადლობა გადავუხადო.
გუშინ მთავრობის სხდომაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭეთ.
ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მიღებას. ამ ადამიანებმა თავიანთი პროფესიონალიზმით შექმნეს დღევანდელი დღე, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი იმსახურებს დაფასებას და ჩვენი მხრიდან მადლიერების გამოხატვას. მაშინ, როდესაც ქალაქს სძინავს, მეტროში დასაქმებული ადამიანები მიწისქვეშა ქალაქში იწყებენ თავდაუზოგავ შრომას. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელს გიორგი შარკოვს და თბილისის მეტროპოლიტენს განვითარება უსურვა.
„თბილისის მეტროპოლიტენს ვუსურვებ განვითარებას და იმ გამოწვევების ღირსეულად დაძლევას, რომელთა წინაშეც დღეს დგას. სამწუხაროდ, არაერთი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. მ
უნიციპალიტეტს მომდევნო წლებში დაგეგმილი აქვს არაერთი მასშტაბური პროექტი. კერძოდ, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია და განახლება; თანამედროვე სტანდარტების 111 ვაგონის შემოყვანა; თბილისის მეტროს პირველი ხაზის დაგრძელება, როგორც გლდანის, ისე ვარკეთილის მიმართულებით; „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა და ა.შ.
ჩვენ ამ ყველაფერზე არ გავჩერდებით, რადგან თბილისი მომდევნო წლებში უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მიმზიდველი ქალაქი, ამაში კი იგულისხმება როგორც გამართული სატრანსპორტო სისტემა, ისე ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საკითხში გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს.
„რასაკვირველია, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რომ არ გვქონდეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო. 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია. დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმაც და უწყების თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნით იმ თაობებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეტროს მშენებლობაში, განვითარებასა და ფუნქციონირებაში. სწორედ მათი და თბილისის მეტროს ტექნიკური პერსონალის - მემანქანეების, დისპეჩერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა არის ის მყარი საფუძველი, რომელიც განაპირობებს სისტემის უწყვეტ და გამართულ მუშაობას. თბილისის მეტრო არ არის მხოლოდ წარსულის მიღწევა, ის არის მომავლის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.
დღევანდელი იუბილე არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ წარსულს, შევაფასოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა თბილისის მეტროს კიდევ უფრო განვითარებისთვის. გილოცავთ მეტროს 60 წლის იუბილეს, ვუსურვებ მეტროს სისტემას სტაბილურ განვითარებას, ხოლო მის თითოეულ თანამშრომელს წარმატებასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.
მეტროს მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1951 წელს მიიღეს. 1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო, რომელიც სათავეში ჩაუდგა მშენებლობის პროცესს. მეტროს მშენებლობა 1953 წელს შეჩერდა და მხოლოდ 1960 წელს განახლდა. ის მსოფლიოში 26-ე, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში მეოთხე იყო.
1965 წლის 28 ნოემბერს მემანქანე ნოე ლაცაბიძემ ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გაიყვანა. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, 11 იანვარს კი ყველა მგზავრისთვის ამუშავდა. ამჟამად, თბილისის მეტრო 23 სადგურისგან შედგება, ხოლო მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.
მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა, პარლამენტის, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1769792980
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით
იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...
1769792858
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები
ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...
1769791423
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდ...
1769791084
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს
დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფ...
1769788179
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვის სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა! რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიულად მაღალი დონე მკაფიოდ ადასტურებს, რომ ქ...































